#სახლისკენ - იერუსალიმის ჯვრის მონასტერი ისტორიოგრაფიასა და საზოგადოებრივ ცნობიერებაში
როგორ დაიწერა მონოგრაფია იერუსალიმის ჯვრის მონასტერზე, რომელიც საუკუნეების განმავლობაში წარმოადგენდა ქართული კულტურის „კუნძულს“ წმინდა მიწაზე და, მიუხედავად ტერიტორიული სიშორისა, მჭიდროდ იყო დაკავშირებული საქართველოს ისტორიულ-კულტურული განვითარების ეტაპებთან; ქრისტიანების უდიდესი საკულტო ნაგებობის აშენების ისტორია და იერუსალიმის ჯვრის მონასტერი, როგორც ქართული სახელმწიფოებრიობის აღმავლობისა და ისტორიული ძნელბედობის სიმბოლო, რომელიც დღემდე არ არის სათანადოდ შესწავლილი და, სავარაუდოდ, კიდევ ბევრ საიდუმლოს ინახავს;
სტუმარი – ნინო თომაძე, წიგნის ავტორი, ისტორიის დოქტორი, პროფესორი.
გადმოწერე აპლიკაცია – 1TV საქართველოს რადიო და მოუსმინე რადიო გადაცემებს ლაივ რეჟიმში: