საბჭოთა მეცნიერისთვის არაორდინალური გადაწვეტილება და შესასწავლ ობიექტებთან უშუალო ურთიერთობაზე გაცვლილი კომფორტული სამუშაო გარემო; კოლეგებისა და გარშემომყოფების უკმაყოფილების მიუხედავად არჩეული დაკვირვება-შესწავლის „უსარგებლო“ სახეობა და პირველი შეხვედრა მგლებთან, რომლებიც ურთიერთობისას კონტაქტის ინიციატორები ყოველთვის თვითონ არიან; მოულოდნელი შეხვედრა დათვთან და მგლისგან გამოვლენილი ალრტუიზმი, რომელსაც ამ ცხოველისგან ყველაზე ნაკლებად ელიან; ადამიანების უხეში ჩარევის შედეგად „გამგელებული“ და შინაურ პირუტყვზე სანადიროდ გამოსული მგლები; ამბავი ადამიანზე, რომელმაც მგლებთან ორწლიანი თანაცხოვრების მანძილზე მათში, ერთი შეხედვით, ყველაზე მოულოდნელი თვისებები: ერთგულება, თანადგომა და სიყვარული აღმოაჩინა;
სტუმარი – ბიოლოგიის მეცნიერებათა დოქტორი იასონ ბადრიძე (სატელეფონო ჩართვა)
გადმოწერე აპლიკაცია – 1TV საქართველოს რადიო და მოუსმინე რადიო გადაცემებს ლაივ რეჟიმში: