გრძნეული კირკე, როგორც ბატონების მამიდა, მის მიერ ღორებად გადაქცეული ოდისევსის მეგობრები ყბაყურის სიმპტომებით; ოდისევსი „ პაციენტი ზერო“ და კირკეს კუნძული, როგორც კარანტინი; ეოლოსის „ქარების გუდის“ ყარაულობაში გატარებული უძილო 8 დღე-ღამე, მე-9 დღეს „მომხდარი მოსახდენი“ და „ეპიდემია“ ოდისევსის ხომალდზე; კაციჭამია ლესტრიგონები, კირკე, ბარბარე, ბატონების მამიდა და ქალღმეთი დალი; პანდემიის ფონზე „სხვანაირად“ წაკითხული „ოდისეა“ და ფილოლოგის მიერ გაკეთებული მოულოდნელი დასკვნები ჰომეროსის პოემაში აღწერილ შესაძლო ეპიდემიაზე;
სტუმარი – ნესტან რატიანი, ფილოლოგი
გადმოწერე აპლიკაცია – 1TV საქართველოს რადიო და მოუსმინე რადიო გადაცემებს ლაივ რეჟიმში: