20 წლის ასაკში საზღვარგარეთ სასწავლებლად წასული ქალის პირადი და საზოგადო საქმეები: ამერიკელი მეუღლე და სამი ვაჟი ქართული სახელებით; ნიდერლანდების სამეფოში დაარსებული ქართული კულტურის ცენტრის დაარსებით დაწყებული ზრუნვა ემიგრაციაში მყოფ თანამემამულეებს შორის ერთმანეთთან ურთიერთობის დამყარების შესაძლებლობაზე, ეროვნულ იდენტობასა და ისტორიულ-კულტურულ მემკვიდრეობასთან, ასევე საქართველოს დღევანდელობასთან კავშირის შენარჩუნებაზე; პირველი ქართული საერთაშორისო ონლაინ სკოლა, 25 ქვეყანაში მცხოვრები ქართული დიასპორის მოზარდებისათვის და სპექტაკლი ემიგრანტებისა და მსახიობების მონაწილეობით; პასუხისმგებლობა, რომელსაც ემიგრანტი გრძნობს საკუთარი სამშობლოს მიმართ და ქვეყნის ფარგლებს გარეთ მცხოვრები ადამიანები, რომელებიც ყველაფერს აკეთებენ სამშობლოს სახელისთვის.
სტუმარი – დიასპორული ორგანიზაციის „ნიდერლანდების სამეფოს ქართული კულტურის ცენტრის დამფუძნებელი“ და ასევე ფონდის „დიასპორების ალიანსი საქართველოსთვის“ პრეზიდენტი თიკა სვანიძე-ვენკო.
გადმოწერე აპლიკაცია – 1TV საქართველოს რადიო და მოუსმინე რადიო გადაცემებს ლაივ რეჟიმში: