#სახლისკენ - გლიპტიკა - ძვირფას და ნახევრად ძვირფას ქვებზე გამოსახულების ამოჭრის ხელოვნება
საქართველოში აღმოჩენილი გლიპტიკური ძეგლები საგულისხმო მასალას გვაწვდის იბერიაში არსებული პოლიტიკური სიტუაციის, სხვა ქვეყნებთან ურთიერთობისა და ოქრომჭედლური ხელოვნების შესახებ.
სამთავროს #905 სამარხში აღმოჩენილი კამეები მაღალი სინჯის ოქროსგანაა დამზადებული, რაც იბერიაში გვიანანტიკური პერიოდის ოქრომჭედლობის განვითარების, ქვის საჭრელი სახელოსნოს არსებობის ფაქტებს ამტკიცებს, რომელსაც არქეოლოგიური მასალის მიხედვით, საკმაოდ დიდი ტრადიცია გააჩნდა.
როდის და სად ჩაისახა გლიპტიკა და რა ისტორია აქვს მას საქართველოში?
სტუმარი: მარიკა მშვილდაძე – ისტორიის მეცნიერებათა დოქტორი, თსუ-ს პროფესორი.
გადმოწერე აპლიკაცია – 1TV საქართველოს რადიო და მოუსმინე რადიო გადაცემებს ლაივ რეჟიმში: