29 თებერვალს საგანმანათლებლო სააგენტო UK-Bridge განათლების საერთაშორისო გამოფენას Expo-Georgia-ს საგამოფენო სივრცეში უმასპინძლებს. გამოფენა ქართველ მოსწავლეებს, სტუდენტებსა და მათ მშობლებს საშუალებას მისცემს, რომ პირადად შეხვდნენ სკოლებისა და უნივერსიტეტების წარმომადგენლებს და გაეცნონ მათ მიერ შემოთავაზებულ სასწავლო პროგრამებსა თუ კურსებს. ამ თემაზე გადაცემაში სატელეფონო ჩართვისას საგანმანათლებლო სააგენტო UK-Bridge-ს დამფუძნებელმა, განათლების საერთაშორისო გამოფენის კოორდინატორმა – ნუცა ქურიძემ ისაუბრა.
გადმოწერე აპლიკაცია – 1TV საქართველოს რადიო და მოუსმინე რადიო გადაცემებს ლაივ რეჟიმში: