#სახლისკენ - გაფანტული სკლეროზით დაავადებული პაციენტები და მათი ექიმები 23 ოქტომბერს პრესკონფერენციის ჩატარებას გეგმავენ
გაფანტული სკლეროზი, სამწუხაროდ, საკმაოდ მძიმე დაავადება და პაციენტებს მუდმივი მკურნალობა და ამასთან ერთად, მთავრობის და საზოგადოების მხარდაჭერა ესაჭიროებათ. 23 ოქტომბერს დაგეგმილ კონფერენციაზე პაციენტები და მათი ექიმები კიდევ ერთხელ შეახსენებენ თავს საზოგადოებას და მკურნალობის ხელმისაწვდომობაზე, არანამკურნალევი დაავადების შედეგებსა და არსებულ პრობლემებზე იმსჯელებენ. თემის დეტალებზე გადაცემის სტუმრები – ექიმი მაია ბერიძე და პაციენტი – ირმა დევიძე საუბრობენ.
გადმოწერე აპლიკაცია – 1TV საქართველოს რადიო და მოუსმინე რადიო გადაცემებს ლაივ რეჟიმში: