#სახლისკენ - ფუნჯისა და ფანქრის თავგადასავალი, რომელიც კეთილი ბიჭის ხელში - ზღაპრად გადაიქცა
#სახლისკენ - ფუნჯისა და ფანქრის თავგადასავალი, რომელიც კეთილი ბიჭის ხელში - ზღაპრად გადაიქცა

ელენე ახვლედიანის სახელობის ბავშვთა სურათების გალერეაში ნიკოლოზ ლოლაძის პერსონალური გამოფენა გაიმართა. გამოიფინა 50 ნახატი. მის ნახატებში ექვსი გმირია, ყველას თავისი სახელი და ისტორია აქვს: სესე, ლელე, ნენე, ბოსე, მოსე და ლასე, გმირები „მხიარულ ქალაქში“ ცხოვრობენ. მათ ისტორიებს თვითონ წერს, საკუთარ ხელნაკეთ წიგნში. წინ დიდი გეგმაა და უკვე თავისთავად გამარჯვება – მწერალმა გიორგი კეკელიძემ მას საკუთარი „თომას ზღაპრების“ მე-2 ტომის ილუსტრატორობა შესთავაზა.

სტუმარი: ნიკოლოზ ლოლაძე – 9 წლის მხატვარი.