აგორაფობია, კლაუსტროფობიის უამრავი ელფერი და სხვა „უცნაური“ შიშები, რომლებიც ადამიანებს არა მარტო ყოველდღიურ ყოფაში, ან ნორმალურ ცხოვრებაში, პროფესიულ საქმიანობაშიც უშლის ხელს; არასრულფასოვნების კომპლექსი – კონკრეტული ადამიანის წარმოდგენა იმის შესახებ, თუ როგორ ხედავენ, ან აფასებენ მას გარშემო მყოფები; იზოლირებული და სოციალური ფობიების თავისებურებები; შეძენილი, „დასწავლილი“ და „მემკვიდრეობით“ მიღებული ფობიები; შეძენილი ფობიების ასაკობრივი თავისებურებები; შეუძლია თუ არა ადამიანს თვითონ ებრძოლოს პრობლემას სპეციალისტის ჩარევის გარეშე და ფაქტორები, რომლებიც ფობიების დაძლევას ართულებს; გავრცელებული, ან ნაკლებად ცნობილი ფობიებისა და კომპლექსების მიზეზები, ასევე მათი დაძლევის ისტორიები.
სატელეფონო ჩართვა – არჩილ ბეგიაშვილი, ფსიქიატრი.
გადმოწერე აპლიკაცია – 1TV საქართველოს რადიო და მოუსმინე რადიო გადაცემებს ლაივ რეჟიმში: