#სახლისკენ - ფოტოალბომი „მთელის ნაწილაკები“
#სახლისკენ - ფოტოალბომი „მთელის ნაწილაკები“
  •  ჩაი ხანა, როგორც პლატფორმა, რომელიც ცდილობს ასახოს და აირეკლოს ყველა თემის ხმა სამხრეთ კავკასიიდან; ძლიერი ვიზუალური გამოსახულებით გვაჩვენოს და გაგვაცნოს ხალხი, რომელსაც გამუდმებით საზღვრებს უწესებენ. „მთელის ნაწილაკები“- ფოტოალბომი საქართველოში მცხოვრები სხვადასხვა ეთნიკური ჯგუფების, გაქრობის საფრთხის წინაშე მდგომ ენებზე (წოვა თუშური, სვანური და უდიური) მოლაპარაკე ადამიანების, განსხვავებული რელიგიური მრწამსის მქონე დიდი, ან პატარა თემის წარმომადგენლების ცხოვრების შესახებ; ფოტოალბომი ნორვეგიის საელჩოს მხარდაჭერით შეიქმნა, პროექტის ორგანიზატორები კი Chai Khana და KOLGA TBILISI PHOTO არიან. ფოტოალბომის პრეზენტაცია და ფოტოგამოფენა 19 ნოემბერს, 19 საათზე გაიმართება.

სტუმრები – ჩაი ხანის დირექტორი ლიკა ანთაძე და სატელეფონო ჩართვით პროექტის მონაწილე, ფოტოგრაფი თაკო რობაქიძე

გადმოწერე აპლიკაცია – 1TV საქართველოს რადიო და მოუსმინე რადიო გადაცემებს ლაივ რეჟიმში: