სოციალური კამპანია –„ფემიციდი კონფლიქტის ზონაში“ ომში მოკლული ძალადობის მსხვერპლი ქალების ისტორიების მოძიებით ომის მეხსიერების აღდგენას, სიმართლის გამოაშკარავებას და ამ გზით ტრავმის გადალახვას ისახავს მიზნად. კამპანია 15 მარტს 15:00 საათზე სოხუმის სახელმწიფო დრამატული თეატრის მიმდებარე ტერიტორიაზე არსებული სკვერის ყვავილებით შემკობით გაიხსნება. გადაცემაში „სახლისკენ“ კამპანიის დეტალებზე სტუმრებმა – ტრანსმედია პროექტის ავტორმა, ია შალამბერიძემ და პროექტის მენეჯერმა არჩილ გერსამიამ ისაუბრეს.