საქართველოში 17 მაისიდან 24 მაისის ჩათვლით ევროპის ტესტირების კვირეული მიმდინარეობს. კვირეულის მიზანი პარტნიორ ორგანიზაციებთან ერთად მთელ ევროპაში ჰეპატიტებისა და აივ-ინფექციის დროულად გამოვლენისთვის წასახალისებელი ღონისძიებების მოწყობაა. გადაცემის სტუმრები – „ჰეპა პლიუსის“ ხელმძღვანელი მანანა სოლოღაშვილი და არასამთავრობო ორგანიზაცია „ახალი გზის“ აღმასრულებელი დირექტორი დალი უშარიძე კვირეულის მნიშვნელობაზე საუბრობენ.