„შეიძლება ითქვას, რომ კინოფესტივალი, როგორც ინსტიტუცია, ევროპული ფენომენია – პირველი კინოფესტივალები ვენეციაში 1932 წელს, მოსკოვში – 1935 წელს დაარსდა, მეორე მსოფლიო ომის დასრულების შემდეგ კი კანის და ბერლინის საერთაშორისო კინოფესტივალებიც გაჩნდა. ევროპული კინოფესტივალები დღეს „ევროპული კინოს ახალ ტოპოგრაფიას“ წარმოადგენენ, რადგან ფესტივალი არა მხოლოდ კულტურულ, არამედ მნიშვნელოვან ელონომიურ ფენომენსაც მოიცავს.ამჟამად ევროპული ფესტივალების ასოციაციაში 800-ზე მეტი კინოფესტივალია გაერთიანებული, რომლებიც სრულმეტრაჟიან ფილმებს აჩვენებენ და 160-ზე მეტი ფესტივალი, რომელთა ფოკუსში მხოლოდ მოკლემეტრაჟიანი ფილმებია.“
სატელეფონო ჩართვა: დიანა მაღლაკელიძე, კინომცოდნე.
გადმოწერე აპლიკაცია – 1TV საქართველოს რადიო და მოუსმინე რადიო გადაცემებს ლაივ რეჟიმში: