#სახლისკენ - ექიმ გუგა ქაშიბაძის ბავშვობის წიგნები
#სახლისკენ - ექიმ გუგა ქაშიბაძის ბავშვობის წიგნები
  •  სხვის მიერ გატეხილი საყვავილე ქოთნის გამო ხატვის წრიდან დათხოვნილი პატარა მხატვარი, მსოფლიოს ხალხთა ზღაპრებით დაწყებული მეგობრობა წიგნებთან და ბევრი კითხვისთვის უფროსებისგან მიღებული საყვედურები; ერთხელ უკვე წაკიხული წიგნის ხელახლა კითხვისას დაბრუნებული ძველი ასოციაციები, ემოციები და შთაბეჭდილებები; ტომ სოიერი და ჰეკლბერი ფინი – მისაბაძი გმირები კითხვით გატაცებული ბიჭისთვის და მეგობრის რჩევით წაკითხული „შერლოკ ჰოლმსის თავგადასავალი“; კაპიტან ნემოსთან ერთად 80 ათასი კილომეტრის გავლისას განცდილი წყალქვეშა სამყაროს სიცივე და ტილ ულენშპიგელის ხათრით პირველად გასინჯული კერძები; წიგნის გმირების თავგადასავლის დასასრულის ინტერესით გამოტოვებული ბუნების ვრცელი აღწერა და ნაცნობი ტექსტის ხელახლა წაკითხვისას სხვანაირად დანახული პერსონაჟები, ან მოვლენები; ლეღვის ფოთლის ნახარშით დამწვრობის თერთმეტწლიანი უნიკალური ქართული „ტრადიცია“ და საქართველოში გავრცელებული მცენარეები, რომლებიც ქიმიური დამწვრობის რისკს შეიცავენ.

სტუმარი: გუგა ქაშიბაძე – პლასტიკოსი ქირურგი, კომბუსტიოლოგი, დამწვრობის ცენტრის დირექტორი

გადმოწერე აპლიკაცია – 1TV საქართველოს რადიო და მოუსმინე რადიო გადაცემებს ლაივ რეჟიმში: