#სახლისკენ - ეპოქის ისტორია პირად წერილებში და ლიტერატურული პროცესები სტალინისტურ ეპოქაში I 05.10.2022
#სახლისკენ - ეპოქის ისტორია პირად წერილებში და ლიტერატურული პროცესები სტალინისტურ ეპოქაში I 05.10.2022

1) მამაშვილობა, რომელიც გულაგებიდან გამოგზავნილმა წერილებმა შემოგვინახა

7 ოქტომბერს გოეთეს ინსტიტუტში გაიმართება საბჭოთა წარსულის კვლევის ლაბორატორიისა (Sovlab) და რუსეთში უზენაესი სასამართლოს მიერ ლიკვიდირებული ორგანიზაციის „საერთაშორისო მემორიალის“ ერთობლივი გამოფენა „მამის წერილები“, რომელზეც წარმოდგენილი იქნება გულაგის პატიმარი მამების წერილები შვილებისადმი.

გამოფენისა და პანელური დისკუსიის მიზანია საბჭოთა ტოტალიტარიზმის მსხვერპლთა შესახებ ინფორმაციის აქტუალიზაცია, ამ პროცესში საოჯახო არქივების, როგორც უნიკალური დოკუმენტური წყაროების, მნიშვნელობის დემონსტრირება და საბჭოთა წარსულის შესახებ დისკუსიის ხელშეწყობა.

სტუმარი: ირაკლი ხვადაგიანი – ისტორიკოსი, სოვლაბის გამგეობის თავმჯდომარე

 

2) პროლეტარული რეალიზმიდან სოციალისტურ რეალიზმამდე – წიგნი გასაბჭოების შემდგომი წლების საქართველოში მიმდინარე ლიტერატურულ პროცესებზე 

როგორ ჩამოყალიბდა პროლეტარული მწერლობისა და სტალინიზმის ეპოქის ესთეტიკური კოდექსი?

რა საშიშ ტენდენციებს შეიცავდა პარტიულად იდეოლოგიზებული ლიტერატურა?

როგორ შეიძინა პროლეტარულმა იდეოლოგიამ ლიტერატურული ფორმები და რატომ მოხდა მათი ესთეტიზაცია?

სტუმარი: საბა მეტრეველი – ლიტერატურათმცოდნე, კრიტიკოსი, წიგნის ავტორი

 

3) ზუგდიდის თანამედროვე ხელოვნების ფესტივალი „F5“

თენგიზ მარის პერსონალურ გამოფენა გალერეაში „ვანდა“;

ზაურ გერგედას ახალი წიგნის – „შეშლილობის გამოცდილება“ წარდგენა;

აბდულრაზაკ გურნას გახმაურებული რომანი „სამოთხე“;

„ათი წუთი“ – ნატო გელაშვილის ლექსების კრებულის პრეზენტაცია;

თანამედროვე ხელოვნების ფესტივალი „F5“ ზუგდიდში.

სატელეფონო ჩართვა: ნიკა ლაშხია – ფესტივალის ორგანიზატორი.

გადმოწერე აპლიკაცია – 1TV საქართველოს რადიო და მოუსმინე რადიო გადაცემებს ლაივ რეჟიმში: