საბჭოთა წარსულის კვლევის ლაბორატორიამ სერიით – „აკრძალული მეხსიერება“ უკვე არაერთი საინტერესო და მნიშვნელოვანი წიგნი გამოსცა. როგორც საბჭოთა წარსულის კვლევის ლაბორატორიის მკვლევარი, ირაკლი ხვადაგიანი ამბობს, ამ წიგნებით შესაძლებელია შეივსოს საქართველოს ისტორიის ის პერიოდი, როცა იგნორირებული იყო ადამიანის თვალით დანახული მოვლენები. ელიზბარ მაყაშვილის – „ჩემი თავგადასავალი“ ამ სერიის მეოთხე წიგნია და მის გამოსაცემად მზადება დაწყებულია. ამ თემაზე გადაცემაში სატელეფონო ჩართვისას „სოვლაბის“ მკვლევარმა, ისტორიკოსმა ირაკლი ხვადაგიანმა ისაუბრა.
გადმოწერე აპლიკაცია – 1TV საქართველოს რადიო და მოუსმინე რადიო გადაცემებს ლაივ რეჟიმში: