პროექტის „ძველი იდეების ახალი ლექსიკონი“, მთავარი თემა ცენტრალური ევროპაა – ფორმირება აღმოსავლეთსა და დასავლეთს შორის, რომელიც საუკუნეების განმავლობაში გეოგრაფიული და პოლიტიკური ასპექტით ბევრჯერ შეიცვალა. პროექტი მოიცავს გაცვლითი სახელოვნებო რეზიდენციების პროგრამას და პარტნიორ ორგანიზაციებთან ერთად მოძრავი გამოფენების გამართვას. პროექტის ერთ-ერთი ორგანიზატორი კი აბრეშუმის სახელმწიფო მუზეუმია. კონკურსის, ასევე, მუზეუმის, აქ დაცული ექსპონატებისა და სამომავლო გეგმების შესახებ გადაცემაში „სახლისკენ“ აბრეშუმის სახელმწიფო მუზეუმის კოლექციების კურატორმა, სალომე ფაჩუაშვილმა ისაუბრა.