#სახლისკენ - დღეს ქიმიისა და ფიზიკის ხელნაწერების მულაჟების გამოფენა გაიხსნა
#სახლისკენ - დღეს ქიმიისა და ფიზიკის ხელნაწერების მულაჟების გამოფენა გაიხსნა

„ამბავი ქიმიის ქმნისა – დღეს ექსპერიმენტორიუმში ხელნაწერთა ეროვნულ ცენტრში დაცული ქიმიისა და ფიზიკის ხელნაწერების მულაჟების გამოფენა გაიხსნა. ღონისძიების ფარგლებში გამოიფინა ვახტანგ VI-ის ქიმიის, დავით ბატონიშვილისა და ანტონ I-ის ფიზიკისა და სხვათა ხელნაწერების მულაჟები. გამოფენის მიზანია საქართველოში მეცნიერული ხელნაწერების ისტორიული მნიშვნელობის წარმოჩენა და ფართო აუდიტორიისთვის ხელმისაწვდომობის გაზრდა. თემის დეტალებზე გადაცემაში სატელეფონო ჩართვისას სახალისო მეცნიერებათა მუზეუმის – ექსპერიმენტორიუმის დირექტორმა – თათია გაგუამ ისაუბრა.

გადმოწერე აპლიკაცია – 1TV საქართველოს რადიო და მოუსმინე რადიო გადაცემებს ლაივ რეჟიმში: