#სახლისკენ - დეზინფორმაცია, პროპაგანდა და ეკონომიკური ემბარგო, როგორც იარაღი I 19.10.2022
1) ვინ და როგორ (შე)აჩერებს რუსულ პროპაგანდას?
რუსული დეზინფორმაცია, როგორც ჰიბრიდული ომის ნაწილი და რუსული პროპაგანდა, როგორც „იდეოლოგიური ცინიზმი“, რომელიც ჯერაც ინარჩუნებს გავლენას პოსტსაბჭოთა სივრცეზე;
რუსული მედიით გავრცელებული პროპაგანდის როლი მოსახლეობის კონტროლის, მისით მანიპულირებისა და მასაზე გავლენის მოპოვებაში;
გაგაცნობთ კვლევის შედეგებს, რომელიც სწავლობს რამდენად მდგრადია საზოგადოება პროპაგანდისა და დეზინფორმაციის მიმართ, ვინ და როგორ (შე)აჩერებს რუსულ პროპაგანდას, როგორია, ან უნდა იყოს კომუნიკაციების კომისიის როლი რუსული პროპაგანდის შეჩერების პროცესში და აანალიზებს ქართულ, ასევე საერთაშორისო პრაქტიკას.
სტუმარი: ნათია კაპანაძე – ორგანიზაცია „მედიაომბუდსმენის“ დირექტორი
2) ემბარგო, რომელიც ათწლეულებს ითვლის
რა მოვლენები უძღვოდა წინ 1960 წლის 19 ოქტომბერს აშშ-ის მიერ კუბის წინააღმდეგ ეკონომიკური ემბარგოს შემოღებას?
რა მიზანს ემსახურებოდა ემბარგოს გამოცხადებას, როგორი ეფექტი იქონია მოკლევადიან პერიდოში, რა ეტაპები გაიარა და როგორი გავლენა მოახდინა სანქციებმა კუბაზე, რა მიიღო სანაცვლოდ აშშ-მა და როგორია საერთაშორისო ორგანიზაციების დამოკიდებულება დიდი ხნის წინ შემოღებულ ემბარგოსთან?
სტუმარი: გიორგი ლაბაძე – თსუ-ს დოქტორანტი და ამერიკის მცოდნე
3) შექსპიროლოგთა საერთაშორისო კონფერენცია ერევანში
სტუმრები: მანანა ანასაშვილი – პროფესორი, საქართველოს კინოაკადემიის საერთაშორისო ურთიერთობის ხელმძღვანელი, ვერა გოგოხია – ექიმი, შექსპიროლოგი.
ავტორი: თამარ დადიანიძე
გადმოწერე აპლიკაცია – 1TV საქართველოს რადიო და მოუსმინე რადიო გადაცემებს ლაივ რეჟიმში: