პირველი ქართველი „დიპლომიანი“ არქიტექტორი ევროპული აკადემიური განათლებით და ნიკო ცხვედაძის ინიციატივა, რომლის თანახმადაც პირველი ქართული სათავადაზნაურო სასწავლებლის პროექტის ავტორი აუცილებლად ქართველი უნდა ყოფილიყო; გამოუცდელი ახალგაზრდა არქიტექტორის მიერ შექმნილი პროექტი, რომელიც მშენებლობის დაწყების აღსანიშნავ წვეულებაზე ექვთიმე თაყაიშვილის მიერ წარმოთქმულ სადღეგეძელოში პირველი ქართული უნივერსიტეტის შენობად „მოინათლა“ და რომლის სახელიც, პირველ რიგში სწორედ თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პირველ კორპუსს უკავშირდება; სვიმონ კლდიაშვილის 60-მდე საცხოვრებელი სახლის პროექტი მაშინდელი თბილისური ელიტისთვის და და თავისთვის აშენებული კოშკიანი სახლი ვარაზის ხევის გადაღმა უნივერსიტეტის სამშენებლო სამუშაობზე თვალის სადევნებლად; ევროპული სტილის მიმდევარი არქიტექტორის ქართული თავისებურებები და თანამედროვე თბილისს ჯერ კიდევ შემორჩენილი, მის მიერ შექმნილი მოდერნისტულ-კლასიცისტური „ჰარმონია“, რომელიც ყურადღებას საჭიროებს; ექსპედიციების დროს გაკეთებულ ესკიზებსა და ჩანახატებში შემორჩენილი ტრადიციული ქართული არქიტექტურული დეტალები.
სტუმარი – სალომე ჭანტურიძე, ხელოვნებათმცოდნე
გადმოწერე აპლიკაცია – 1TV საქართველოს რადიო და მოუსმინე რადიო გადაცემებს ლაივ რეჟიმში: