დაზღვევის ისტორია იმდენად ძველია, რომ შეუძლებელია მისი წარმოშობის ზუსტი თარიღის დადგენა. ურთიერთდაზღვევის და ურთიერთდახმარების მაგალითების პოვნა შესაძლებელია ბაბილონსა და ძველ შუმერში, როდოსსა და ძველ სპარსეთში, თანამედროვე დაზღვევის ყველაზე ნათელი პროტოტიპი კი შეიძლება რომის იმპერიის პერიოდშიც კი აღმოვაჩინოთ.
VIII-IX საუკუნეებიდან იწყება სადაზღვევო საქმის განვითარების ახალი ხანა,შუა საუკუნეებში დაზღვევის განვითარებას ხელი შეუწყო გილდიების („კეთილმოსურნეთა საზოგადოებების“) ჩამოყალიბებამ… დღეს ვსაუბრობთ დაზღვევის წარმოშობის წინაპირობებსა და მისი განვითარების ეტაპებზე.
სტუმარი: თენგიზ ვერულავა, მედიცინის დოქტორი, კავკასიის უნივერსიტეტის პროფესორი, სამეცნიერო ნაშრომის -„დაზღვევის ისტორია“ ავტორი.
გადმოწერე აპლიკაცია – 1TV საქართველოს რადიო და მოუსმინე რადიო გადაცემებს ლაივ რეჟიმში: