ნიუ-იორკის მერიის თანამშრომელი, ამერიკაში მცხოვრები ჩვენი თანამემამულე ქალბატონი დიანა ბაგრატიონი ამერიკაში არსებული ფონდის – „დიანა ბაგრატიონის“ დამფუძნებელი და ბევრი კეთილი საქმის შემოქმედია. მისი საყვარელი საქმიანობა ქველმოქმედება და ადამიანების დახმარებაა. გადაცემაში ჩვენი თხოვნით სატელეფონო ჩართვისას მან ნიუ-იორკში Covid-19-ის პანდემიის გამო არსებულ ვითარებაზე ისაუბრა.
გადმოწერე აპლიკაცია – 1TV საქართველოს რადიო და მოუსმინე რადიო გადაცემებს ლაივ რეჟიმში: