თბილისის ზღვისუბანში (თემქა) ახალი პროექტი „ჩვენი ეზოს თამაშები“ დაიწყო, რომელიც მოზარდების ფიზიკური, ემოციური და ინტელექტუალური განვითარების ხელშეწყობას, ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაციას, ძალადობის აღმოფხვრასა და კომპიუტერული თამაშების ჯანსაღი, ხალისიანი ეზოს თამაშებით ჩანაცვლებას ისახავს მიზნად. „რეზინობანა,“ „წრეში ბურთი,’’ „ორდროშობანა,’’ „კლასობანა,’’ „ამის პატრონმა რა ქნას’’- ეს ის თამაშებია, რომლებიც მხიარულ ბავშვობაში გვაბრუნებს. „ჩვენი ეზოს თამაშები’’-ს პროექტის იდეაც ესაა, რომ მოზარდები ვირტუალურიდან რაელურ ურთიერთობაში 90-იანი წლების ეზოს თამაშებით დავაბრუნოთ.
სტუმარი: თამარ ტალიაშვილი – პროექტის ინიციატორი და ავტორი, საკრებულოს განათლებისა და კულტურის კომისიის თავმჯდომარე, ზღვისუბნის მაჟორიტარი დეპუტატი