#სახლისკენ - ჩვენი ბავშვობის წიგნები
#სახლისკენ - ჩვენი ბავშვობის წიგნები

როცა კითხვა პროფესიულ საქმიანობად და მოვალეობად იქცევა, ბავშვობისას წაკითხული წიგნები თითქოს უფრო ძვირფასი ხდება და მათი თავიდან გადაკითხვაც განსაკუთრებულ ემოციებს იწვევს. მეხსიერებაში დალექილი შთაბეჭდილებები, განცდები და დიდი ხნის წინ წაკითხული ტექსტიდან გონებაში ჩაბეჭდილი ფრაზები ახლობლებთან ურთიერთობისას ზოგჯერ განსაკუთრებულ, მხოლოდ კონკრეტული ადამიანებისათვის გასაგებ, ერთგვარი კოდური კომუნიკაციის სახეს იღებს ხოლმე, რითიც ბავშვობასთან უწყვეტი კავშირის შესაძლებლობას იძლევა. როგორია ზრდასრული ადამიანის თვალით დანახული გავლენა, რომელიც დიდი ხნის წინ წაკითხულმა ტექსტმა მოახდინა? სტუმარი – ანა ჭაბაშვილი, ლიტერატორი და რედაქტორი.

გადმოწერე აპლიკაცია – 1TV საქართველოს რადიო და მოუსმინე რადიო გადაცემებს ლაივ რეჟიმში: