ფსიქოტრავმული გამოცდილებით „გაკაჟებული“ ქართველები და ბოლო ორი პანდემიური წლის საყოველთაო სტრესის გავლენა ადამიანებზე; სტრესით გამოწვეული შფოთვა, უძილობა, აგრესიულობა, დეპრესიის ნიშნები და მათთან გამკლავების სხვადასხვა ხერხები; კავშირი სხეულსა და გონებას შორის და გონებიდან წამოსული ნეგატიური იმპულსების გავლენა სხეულზე; ცეკვა, როგორც სტრესის შედეგებთან გამკლავების ინსტრუმენტი, გონებასა და სხეულს შორის „ურთიერთობის დარეგულირების“ შესაძლებლობა და გონებით გაკონტროლებული მოძრაობა, თუ თავისუფალი მოძრაობის მიერ ტვინისთვის მიწოდებული დადებითი იმპულსები; შეიძლება თუ არა ადამიანმა ისწავლოს სხეულის „მოსმენა“და მისი „კარნახის“ დახმარებით გათავისუფლდეს სტრესის გამო სხეულზე გადმოსული ნეგატიური გავლენისგან?
სტუმარი – ფსიქოთერაპევტი, ევროპის მიერ აკრედიტირებული გეშთალტ-თერაპევტი ირინა ბარკალაია
გადმოწერე აპლიკაცია – 1TV საქართველოს რადიო და მოუსმინე რადიო გადაცემებს ლაივ რეჟიმში: