- ინტერაქტიული ექსპოზიცია „ბუჩამდე იყო აფხაზეთი“, რომელიც კლუბ KHIDI-ს საგამოფენო სივრცეში 24 მაისს 21:00 საათზე გაიხსნება და 26 მაისამდე გასტანს, თავისუფლების ინსტიტუტის, ტაბულას, ამომრჩეველთა განათლების საზოგადოების, ევროპული საქართველოს და აფხაზთა კრების მიერაა ორგანიზებული. ექსპოზიციით იხსნება რუსეთის მიერ ქართველების 1992-1993 წლებში ჩადენილი გენოციდის აღიარების კამპანია, რომლის დაწყებასაც ექსპოზიციის ორგანიზატორების თქმით ბიძგი მისცა უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის ფართომასშტაბიან და აგრესიულ ომში მშვიდობიანი მოქალაქეების მიმართ ჩადენილი სასტიკი დანაშაულებებმა.
სტუმარი – თავისუფლების ინსტიტუტის დირექტორი, სალომე ხვადაგიანი (სატელეფონო ჩართვა)
გადმოწერე აპლიკაცია – 1TV საქართველოს რადიო და მოუსმინე რადიო გადაცემებს ლაივ რეჟიმში: