#სახლისკენ - ბირთვული და მასობრივი განადგურების სხვა იარაღის ისტორია, „მშვიდობიანი“ ატომი და მსოფლიო ბირთვული უსაფრთხოებისათვის
მესამე რაიხში დაწყებული სამუშაოები ბირთვული იარაღის შესაქმნელად და ბრიტანულ-საბჭოთა სპეცსამსახურების მიერ ჩაშლილი ნაცისტური გერმანიის გეგმები მასობრივი განადგურების იარაღის გამოგონებასთან დაკავშირებით;
აშშ-ის ე.წ. მანჰეტენის პროექტი და 1945 წლის ივნისში ოკლაჰომას უდაბნოში დემონსტრირებული პირველი ბირთვული აფეთქება და გაეროს კონვენცია მასობრივი განადგურების იარაღის ტიპოლოგიის შესახებ და ქიმიური იარაღი, რომელიც ბოლშევიკურმა რუსეთმა საკუთარი მოსახლეობის წინააღმდეგ გამოიყენა რამდენიმე წლით ადრე, ვიდრე ერთა ლიგა მას აკრძალავდა;
ბიოლოგიური იარაღის გამოყენება იაპონიის მიერ, ბირთვული აფეთქების სიმძლავრის გამოთვლის სირთულეები და კატეგორიები;
ბირთვული შეიარაღების რეგულაციის სირთულეები მიმდინარე გეოსტრატეგიული ვითარებიდან გამომდინარე;
მშვიდობიანი ატომის კონცეფციის დაბადება, გაეროს რეზოლუცია, ბირთვული ენერგიის მარეგულირებელი საერთაშორისო სააგენტო და საერთაშორისო სამეცნიერო ცენტრი ბირთვული უსაფრთხოებისათვის.
სტუმარი – ვახტანგ მაისაია, პოლიტიკის და სამხედრო მეცნიერებების დოქტორი, კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტისა და ვარშავის უნივერსიტეტების პროფესორი.
გადმოწერე აპლიკაცია – 1TV საქართველოს რადიო და მოუსმინე რადიო გადაცემებს ლაივ რეჟიმში: