#სახლისკენ - ბავშვობის წიგნი, როგორც თამაში
#სახლისკენ - ბავშვობის წიგნი, როგორც თამაში
  • მეხსიერებაში ჩარჩენილი პირველი წიგნის სურნელი, ძმები გრიმებით დაწყებული მოგზაურობა ზღაპრულ სამყაროში და მთვარის შუქზე მალულად კითხვის ეპიზოდები; დედის სამსახური – ბიბლიოთეკა, როგორც ძნელი დროების ნავსაყუდელი და კარიბჭე ლიტერატურაში; ადრეულ ასაკში წაკითხული, ვერდაფასებული და ბევრი წლის შემდეგ ხელახლა აღმოჩენილი წიგნები; მხატვრული ტექსტის პატარა და დიდი ნიუანსები, რომლების გამოც შეიძლება წიგნი შეგაყვაროს და არც ისე მარტივად წასაკითხი ან მოსასმენი საკუთარი თუ სხვისი ლექსები; განსხვავებები სხვადასხვა თაობების საყვარელი წიგნების ჩამონათვალში და წინა თაობის ფავორიტი ლიტერატურა, როგორც გასული ეპოქის სარკე მომდევნო თაობებისთვის;
სტუმარი – პოეტი კატო ჯავახიშვილი (სატელეფონო ჩართვა)

გადმოწერე აპლიკაცია – 1TV საქართველოს რადიო და მოუსმინე რადიო გადაცემებს ლაივ რეჟიმში: