#სახლისკენ - ბავშვობის წიგნების შთაბეჭდილებები ძველი ბლოკნოტიდან
#სახლისკენ - ბავშვობის წიგნების შთაბეჭდილებები ძველი ბლოკნოტიდან
  •  ძველ ბლოკნოტში ჩანიშნულ შთაბეჭდილებებთან ერთად გაცოცხლებული ემოციები და იმ ადამიანების გახსენება, ვისი სახელიც ბავშვობის წიგნებს უკავშირდება; დედულეთში, კაკლის ჩრდილში დედის მიერ წაკითხული ნოდარ წულეისკირის საბავშვო ლექსებისა და მოთხრობების კრებულიდან ბებიისგან მოსმენილ „ტომ სოიერის თავგადასავლამდე“; ბავშვობაში გატაცებით წაკითხული, ზრდასრულობაში თავიდან აღმოჩენილი „გულივერის მოგზაურობა“ და ახალი თარგმანის წყალობით სხვანაირად დანახული სხვა წიგნები; ნაადრევად, წვალებით წაკითხული „გველის პერანგი“, ჰიუგოს რამდენიმე ტექსტი და ზუგდიდის მოსწავლე ახალგაზრდობის სასახლის ჟურნალისტიკის წრის ხელმძღვანელის წაქეზებით აღმოჩენილი ასტრიდ ლინდგრენი; მეგობრის სახლის კედელზე გაკრული მწერლების წიგნები და ბავშვობისა მასწავლებლის სახლში აღმოჩენილი ფილოსოფიური ტექსტების შთაგონებით ზრდასრულობაში გამოცემული წიგნების სერია; მთავარი განსხვავება თაობებს შორის დამოკიდებულებაში წიგნის, როგორც ინფორმაციის მიღების უკონკურენტო წყაროსადმი, ბავშვი, როგორც ანგარიშგასაწევი მკითხველი ახალი წიგნების აღმოჩენისთვის და დიდი ხნის წინ დაწერილი საკუთარი ტექსტებისგან დისტანცირებული მწერალი.

სტუმარი – მწერალი, გამომცემლობა „ინტელექტისა“ და „არტანუჯის“ მთავარი რედაქტორი ზვიად კვარაცხელია

გადმოწერე აპლიკაცია – 1TV საქართველოს რადიო და მოუსმინე რადიო გადაცემებს ლაივ რეჟიმში: