ტომ სოიერით, ლიონებერგელი ემილით, ბიულერბიულელი და სალტკროკელი ბავშვებით დაწყებული ლიტერატურული თავგადასავალი; მამა წიგნით ხელში და ძილისწინა რიტუალად ქცეული კითხვა; შიშნარევი ემოციის მიუხედავად ბოლომდე წაკითხული ძმები გრიმების ზღაპრები და ზრდასრულობისას ხელახლა აღმოჩენილი „ანა კარენინა“, რომლის მასშტაბურობის გაცნობიერება 11-12 წლის ასაკში შეუძლებელია; როგორ და რატომ იცვლება ბავშვობის წიგნები თაობიდან თაობამდე? თავისი ბავშვობის წიგნებზე, მათთან დაკავშირებულ ისტორიებზე, ემოციებსა და შთაბეჭდილებებზე გიამბობთ გადაცემის სტუმარი – მარი კორინთელი, გამომცემლობა „წიგნები ბათუმში“ დამფუძნებელი.
გადმოწერე აპლიკაცია – 1TV საქართველოს რადიო და მოუსმინე რადიო გადაცემებს ლაივ რეჟიმში: