უფროსი მამიდაშვილების „წყალობით“ მოსმენილი არც მაინცდამაინც საბავშვო წიგნები და საბავშვო ბაღში დაზეპირებული არასაბავშვო ლექსები; დამოუკიდებლად წაკითხული იაკობ გოგებაშილის შედგენილი კრებულებიდან ტომ სოიერისა და ლიონებერგელი ემილის თავგადასავლებამდე; წიგნის ფერადი სამყარო, როგორც ნაცრისფერი 90-იანი წლების რეალობიდან გაქცევის საშუალება; „მობი დიკი“, ტოლსტოი, ბალზაკი და არასწორ დროს წაკითხული სხვა წიგნები; ინტერნეტი, კომიქსები და ბავშვების წიგნთან „მისატყუებელი“ სხვა ხრიკები უფროსებისათვის; ქაღალდზე დაბეჭდილი წიგნის, როგორც ნივთის, უპირობო უპირატესობა ციფრული ტექსტების „კომფორტულობასთან“ დაპირისპირებაში;
სატელეფონო ჩართვა – გიორგი კეკელიძე, მწერალი, საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის გენერალური დირექტორი.
გადმოწერე აპლიკაცია – 1TV საქართველოს რადიო და მოუსმინე რადიო გადაცემებს ლაივ რეჟიმში: