#სახლისკენ - ბათუმის სახელმწიფო მუსიკალური ცენტრის დაარსებიდან 15 წელი შესრულდა
ბათუმის სახელმწიფო მუსიკალური ცენტრი ერთ-ერთი მნიშვნელოვანი კულტურული კერაა რეგიონში. მისი ძირითადი მიზანი კლასიკური და თანამედროვე მუსიკის პოპულარიზაციაა. ცენტრი მრავალფეროვან და საინტერესო ღონისძიებებს აწყობს როგორც ადგილობრივი, ისე უცხოეთიდან ჩამოსული მაყურებლისთვის, სატელეფონო ჩართვით – ბათუმის სახელმწიფო მუსიკალური ცენტრის მთავარი ადმინისტრატორი ჯაბა სალუქვაძე ცენტრის საქმიანობასა და უახლოეს მომავალში დაგეგმილი ღონისძიებების შესახებ საუბრობს.