#სახლისკენ - ბაკურიანში ავტომობილების გამონაბოლქვზე შემოწმების ქუჩის კამპანია გაიმართა
#სახლისკენ - ბაკურიანში ავტომობილების გამონაბოლქვზე შემოწმების ქუჩის კამპანია გაიმართა

დაბა ბაკურიანში კამპანია „სუფთა ჰაერისთვის“- ფარგლებში გაიმართა ავტომობილების გამონაბოლქვის შემოწმებისა და საზოგადოების ცნობიერების ამაღლების აქცია, რომელშიც სხვადასხვა ორგანიზაცია მონაწილეობდა. ღონისძიების მიზანი იყო როგორც ქუჩაში გამონაბოლქვის კონტროლის დანერგვის საჭიროების ხაზგასმა, ასევე მძღოლების ცნობიერების ამაღლება სატრანსპორტო საშუალებების ტექნიკური ინსპექტირების მნიშვნელობის შესახებ. თემის დეტალებზე ბაკურიანიდან სატელეფონო ჩართვისას ტექნიკური ინსპექტირების ქსელ „გრინვეის“ პიარ და კომუნიკაციების დეპარტამენტის უფროსმა-ხატია ყურაშვილმა ისაუბრა.

გადმოწერე აპლიკაცია – 1TV საქართველოს რადიო და მოუსმინე რადიო გადაცემებს ლაივ რეჟიმში: