#სახლისკენ - ბაკურ სულაკაურის გამომცემლობის საბავშვო წიგნების სერია „ქაღალდის თვითმფრინავი“
ბაკურ სულაკაურის გამომცემლობის პროექტი- სერია „ქაღალდის თვითმფრინავი“ 2018 წლის დასაწყისიდან არსებობს და მოიცავს წიგნებს 2-13 წლის ბავშვებისთვის. 2018 წელს სერიის ფარგლებში 18 დასახელება გამოიცა. მიმდინარე წელს კი 5 ახალი წიგნი დაემატა.სერია ემყარება პროგრესული განათლების უმთავრეს პრინციპს – „სწავლა თამაშით“. იმის შესახებ, თუ რა მნიშვნელობა აქვს ამ წიგნებს ბავშვების შემოქმედებითი აზროვნების, მეხსიერებისა და სხვა უნარ-ჩვევების განვითარებისთვის, გადაცემის სტუმარი-ბაკურ სულაკაურის გამომცემლობის მარკეტინგის მენეჯერი დათო გორგილაძე საუბრობს.