#სახლისკენ - ავთო ვარაზის გამოფენა „იქ, სადაც სულიერება და გრძნობაა“
- ქართველმა მთარგმნელმა, აღმოსავლეთმცოდნემ და პოეტმა, გიორგი ლობჟანიძემ, ირანის ისლამური რესპუბლიკის ერთ-ერთი უმაღლესი საერთაშორისო ჯილდო, შაჰრიარის სამეცნიერო და კულტურული მედალი მიიღო;
- ეგვიპტეში, ქალაქ შარმ-ელ-შეიხის საერთაშორისო თეატრალურ ფესტივალზე ფოთის ვალერიან გუნიას სახელობის პროფესიულმა სახელმწიფო თეატრმა, თოჯინური სპექტაკლით „ფიროსმანი“, ჯილდო საუკეთესო სცენოგრაფიისთვის დაიმსახურა;
- ხელოვნების სასახლეში კატი დადეშქელიანის წიგნის „თავადის ქალი მუნდირში“ წარდგენა გაიმართა;
- გიორგი ლეონიძის სახელობის ქართული ლიტერატურის სახელმწიფო მუზეუმისთვის ცნობილი პუბლიცისტის, ჟურნალისტისა და მთარგმნელის ილია აგლაძის არქივი შეისყიდეს;
- „იქ, სადაც სულიერება და გრძნობაა“ – წინანდალში, ალექსანდრე ჭავჭავაძის სახლ-მუზეუმში, ფერმწერ ავთო ვარაზის გამოფენა გაიხსნა;
- ბაია გალერეაში მაია ბარათაშვილის გამოფენას „ფიქრის ტერიტორიას“ წარმოადგენენ;
- ეროვნული კინოცენტრი საზოგადოებას 1920-იანი წლების ქართული კინოს შესახებ ღონსიძიებათა ციკლს შესთავაზებს.
გადმოწერე აპლიკაცია – 1TV საქართველოს რადიო და მოუსმინე რადიო გადაცემებს ლაივ რეჟიმში: