#სახლისკენ - "არტისტერიუმი, როგორიც ის არის" - გამოფენა აქცენტით ფერწერაზე
თბილისში მიმდინარეობს თანამედროვე ხელოვნების საერთაშორისო გამოფენა სახელწოდებით „არტისტერიუმი, როგორიც ის არის“. ქართველი და უცხოელი თანამედროვე ხელოვანები 10 დღის განმავლობაში თავისუფალ თემაზე სხვადასხვა მედიაში შესრულებულ ნამუშევრებს წარმოადგენენ. რიგით მე-11 საერთაშორისო გამოფენა წელს აქცენტს ფერწერაზე აკეთებს და მისი მასპინძელი ტრადიცულად თბილისის ისტორიის მუზეუმია.
სტუმარი: ილიკო ზაუტაშვილი – მხატვარი, „არტისტერიუმის“ ერთ-ერთი დამფუძნებელი.