დღეს, 25 ივლისს 19:00-ზე მთაწმინდის პარკში ახალი ინოვაციური სივრცე „არტ ტენტი“ გაიხსნა. თბილისის ტურისტულ ლოკაციაზე განთავსებული „არტ ტენტი“ 800 კვ.მ-ზე განთავსებული სივრცეა, რომელიც მთელი ზაფხულის განმავლობაში კულტურულ ჰაბად იქცევა და გალერეებს, არტისტებს, კოლექციონერებს, ხელოვნებით დაინტერესებულ სტუმრებს, ფილანტროპებს და საქართველოში ჩამოსულ მოგზაურებს გააერთიანებს. „არტ ტენტის“ პირველი ჯგუფური გამოფენა სახელწოდებით „ყოფიერების ანატომია“ სხვადასხვა თაობის 30-ზე მეტი არტისტის გასულ და 21-ე საუკუნეში შექმნილ 200-ზე მეტ ნამუშევარს მოიცავს.
გადაცემას „სახლისკენ“ გახსნამდე რამდენიმე წუთით ადრე ტელეფონით ჩაერთო გამოფენის კურატორი – თეა ნილი, რომელმაც ღონისძიების სხვადასხვა დეტალზე ისაუბრა.