არქივების საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით (9 ივნისი), 8-14 ივნისს მსოფლიოში არქივების საერთაშორისო კვირეული ტარდება. საქართველოს ეროვნული არქივი არქივების საერთაშორისო დღეს ამჯერად ვირტუალურად უერთდება და კვირეულის ფარგლებში ონლაინსივრცეში არაერთ აქტივობას გვთავაზობს. თემის დეტალებზე გადაცემაში სატელეფონო ჩართვისას ეროვნული არქივის სამეცნიერო განყოფილების ხელმძღვანელმა – ქეთევან ასათიანმა ისაუბრა.
გადმოწერე აპლიკაცია – 1TV საქართველოს რადიო და მოუსმინე რადიო გადაცემებს ლაივ რეჟიმში: