შეღავათებზე ნათქვამი უარი, დარღვეული სტერეოტიპები და არა მარტო საკუთარი უკეთესი მომავლისთვის, არამედ თანატოლებისთვის მისაბაძ მაგალითად მიღებული გადაწყვეტილება; უდიდესი მონდომებით მოკლე დროში ნასწავლი ქართული, ეთნიკური უმცირესობებისთვის განკუთვნილი პრივილეგიების გარეშე ჩაბარებული ეროვნული გამოცდები და შეუპოვრობის შედეგად მოპოვებული 100%-იანი გრანტი; არაბულ, ინგლისურ, ან რუსულ ენაზე დაწყებული დიალოგი, თანამოსაუბრის კარგი ქართულით გაკვირვებული და ჩაცმულობის გამო შეცდომაში შეყვანილი უცნობები; ტრადიციები იდენტობისთვის და მრავალფეროვნება, რომელიც ურთიერთობას ინტერესს მატებს; თავსაბურავის გამო დატოვებული სამსახური და თავსაფარი, როგორც კომფორტი, ან „განსხვავებულობით“ სიამაყის სიმბოლო;
სტუმარი – საიდა მამედოვა, თსუ-ს სტუდენტი-ფილოლოგი
გადმოწერე აპლიკაცია – 1TV საქართველოს რადიო და მოუსმინე რადიო გადაცემებს ლაივ რეჟიმში: