„მომხმარებელთან დადებითი ემოციური ურთიერთობის დასამყარებლად აუცილებელია, რომ თქვენი სამუშაო სივრცე იყოს მაქსიმალურად მეტყველი და პოზიტიური“-ასე ფიქრობენ -ახალი სტარტაპის- ჯგუფ „ჯიგრების“გუნდის წევრები. პლატფორმა „ჯიგრები“ წარმატებით თანამშრომლობს საგანგებოდ შერჩეულ მხატვრებთან, რომელთა შორისაც არიან როგორც პროფესიონალი ხელოვანები, ასევე დამწყები მხატვრები, რომლებმაც, ესესაა დაამთავრეს აკადემია და მზად არიან, ყველა გემოვნების გათვალისწინებით, ნახატებით აამეტყველონ სამუშაო სივრცის კედლები. იმის შესახებ, თუ როგორ გაჩნდა ეს იდეა და რა მიზნები აქვს ჯგუფს სამომავლოდ, გადაცემის სტუმარი-პლატფორმა ,,ჯიგრების“ დამფუძნებელი ნიკოლოზ ბაძაღუა საუბრობს.