#სახლისკენ - ჟურნალისტური ეთიკა - სიძულვილის ენა
#სახლისკენ - ჟურნალისტური ეთიკა - სიძულვილის ენა

საქართველოს მედიის კუთხით დღეს მთელ სამხრეთ კავკასიაში ერთ-ერთი ყველაზე მოწესრიგებული საკანონმდებლო ბაზა აქვს, თუმცა მიუხედავად იმისა, რომ კანონმდებლობის დონეზე მეტ-ნაკლებად კარგადაა დაცული როგორც მედიის, ისე სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება, კვლავაც პრობლემურ საკითხად რჩება ამ კანონმდებლობის პრაქტიკაში იმპლემენტაცია, მედიის პროფესიონალიზმის ხარისხი და ჟურნალისტური სტანდარტების დაცვა. ნეგატიური კამპანია, შეურაცხმყოფელი ტერმინები, სიძულვილის ენა და ეთიკური სტანდარტების დარღვევა – როგორია ქართული მედია დღეს. თემის შესახებ გადაცემაში „სახლისკენ“, ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის დირექტორმა, ნატა ძველიშვილმა ისაუბრა.