#სახლისკენ - ახალი გზა, რომელიც ჩაკეტილი გზის პრობლემას მოაგვარებს
#სახლისკენ - ახალი გზა, რომელიც ჩაკეტილი გზის პრობლემას მოაგვარებს

ახალი, საბაგირო გზა ყაზბეგში დიდთოვლობისა და ზვავსაშიშროების გამო ჩაკეტილი გზით გამოწვეულ პრობლემასაც მოაგვარებს – ყაზბეგიდან გუდაურში გადაადგილება მოთხილამურეების გარდა ნებისმიერ მსურველს შეეძლება. მუნიციპალური განვითარების ფონდში აცხადებენ, რომ საბაგირო გზა მიმდებარე არეალში ტურისტული ინფრასტრუქტურის განვითარებას შეუწყობს ხელს. ის ჩრდილოეთ ფერდობზე მდებარეობს, რაც იმას ნიშნავს, რომ სათხილამურო გზაზე სრიალი გვიან გაზაფხულამდე იქნება შესაძლებელი. პროექტი საქართველოს მთავრობის დაფინანსებით ხორციელდება და მისი ღირებულება დაახლოებით 81 მილიონი ლარია.

სატელეფონო ჩართვა: გიორგი შენგელია – მუნიციპალური განვითარების ფონდის აღმასრულებელი დირექტორი.