- ახალი ღვინის ფესტივალი 2022, რომლის მთავარ იდეას – ქართული ტრადიციული ქვევრის ღვინის პოპულარიზაციას, ახალი ჯიშებისა თუ ადგილების აღმოჩენას, საქართველოში ღვინის განათლების დონის ამაღლებასა და სამომხმარებლო კულტურის განვითარებას, ორგანიზატორების გადაწყვეტილებით წელს უკრაინის დასახმარებლად მოფიქრებული საქველმოქმედო აქციაც დაემატება; მონაწილეებსა და სტუმრებს ბოლო მოსავლის (2021 წ.) ასეულობით ახალი ღვინის გასინჯვას, ამ ღვინოების ავტორების გაცნობასა და ახალი გემოების აღმოჩენის შესაძლებლობა ექნებათ; ახალი ღვინის ფესტივალი, რომელიც 2010 წლიდან იმართება და მისი მასშტაბები ყოველწლიურად მატულობს; 14 მაისს, 11:00-დან 18:00 საათამდე წლევანდელ ფესტივალს ტრადიციულად მთაწმინდის პარკი უმასპინძლებს.
სტუმრები – ახალი ღვინის ფესტივალის ორგანიზატორი ნათია გაჩეჩილაძე და დეგუსტაციის კომისიის წევრი, მეღვინე რეზი ცეცხლაძე
გადმოწერე აპლიკაცია – 1TV საქართველოს რადიო და მოუსმინე რადიო გადაცემებს ლაივ რეჟიმში: