ალტერნატიული მუსიკა 90-იან წლებში: როგორი იყო მეოცე საუკუნის 90-იანი წლების თბილისური ალტერნატიული მუსიკის სამყარო, რას ელოდა ახალგაზრდობა,რა სახის სარეპეტიციო თუ საკონცერტო სივრცეებში ახერხებდნენ შემოქმედებითად დამუხტვას და რეალობიდან მცირე ხნით მაინც თავის დაღწევას მაშინ,როცა „გარეთ ელოდებოდათ სიცივე, უშუქობა, შავ-თეთრი სამყარო, საძმოები, დამარცხებული ქვეყანა, ორცხობილა „პიკნიკი“, ნავთის პრიმუსები და დამწვარი რუსთაველი“?
90-იანი წლების მხატვრობა: რატომ არის ამ პერიოდის ქართული ვიზუალური ხელოვნება ექსპერიმენტებით მდიდარი, რა ისტორიული ან მხატვრული ღირებულებისაა იმხანად შექმნილი ნამუშევრები, რა ხიბლი და დანიშნულება აქვს იმჟამინდელი ძიებების მრავალფეროვნებას?
90-იანების მწერლობა: რა როლს თამაშობს ზოგადად კულტურა, მწერლობა ეპოქალური ძვრებისა და ძველიდან ახალზე გადასვლის დროს, რამდენად მრავალფეროვანი იყო ქართული მწერლობა 90-იანებში და რატომ არის აუცილებელი მისი საფუძვლიანად გაანალიზება და შესწავლა?
კულტურის სიახლეები თამარ დადიანიძესთანერთად.
გადმოწერე აპლიკაცია – 1TV საქართველოს რადიო და მოუსმინე რადიო გადაცემებს ლაივ რეჟიმში: