4 ივლისს გურამ რჩეულიშვილის დაბადების დღეა – 85 წლის გახდებოდა მწერალი, რომელმაც, „სოციალისტური რეალიზმის“ ეპოქაში ხანმოკლე ცხოვრების მიუხედავად, შეძლო საკუთარი- იმ ეპოქისთვის სრულიად უჩვეულო სტილის დამკვიდრება მწერლობაში – მაღალმხატვრულად წერდა უბრალო, ჩვეულებრივ ადამიანებზე, თავისი და მეგობრების ბობოქარ ცხოვრებაზე, სევდიან ამბებზე… მისი შემოქმედება არავისას არ ჰგავს და ყველა თაობას იზიდავს-ამიტომაც გაუძლო დროს. გადაცემის სტუმარი, მწერალი და ლიტერატურათმცოდნე გია არგანაშვილი საუბრობს გურამ რჩეულიშვილის ცხოვრებასა და შემოქმედებაზე, 60-იანელთა თაობაზე და იმ გარემოზე, რომელშიც ამ თაობას მოუწია ცხოვრება.