პიკის საათი - 04.07.2023
პიკის საათი - 04.07.2023

1) 4 ივლისს წიგნის „ელისი საოცრებათა ქვეყანაში“ დღე აღინიშნება

წიგნი 2023 წლის მაისში BBC-ის მიერ დასახელებულ ყველა დროის 100 საუკეთესო საბავშვო ნაწარმოებში მოხვდა. აღსანიშნავია, რომ რეიტინგის შესადგენად გამოცემამ 56 ქვეყნიდან 177 ექსპერტი მოიწვია. ცხადია, ასივე ნაწარმოებს ვერ დაიტევდა ჩემი სიუჟეტი, ვინაიდან სია ვრცელია და კლასიკურ ნაწარმოებებთან ერთად თანამედროვე საბავსვო ლიტერატურასაც აერთიანებს, მათ შორის სულ ახლახანს, 2020 წელს დაწერილ წიგნსაც შეხვდებით, თუმცა ამ ლიტერატურულ ლაბირინთში გზის გაკვლევას ვეცადე და მახვილი ყური ამ პატარა თავგადასავალში სიაში მოხვედრილ წიგნის სათაურებსაც დაიჭერს.

ავტორი: ელენე ტუშური

 

2) რიგითი ადამიანების კეთილი საქმეები

ყველაფერი მეგობრების მიერ ლაშქრობებში წაღებული რამდენიმე წიგნით დაიწყო, რომელთაც ადგილობრივ ბავშვებს უტოვებდნენ. მაღალმთიან რეგიონებში მოგზაურობისას აღმოაჩინეს, რომ თანამედროვე ლიტერატურა ნაკლებად ხელმისაწვდომი იყო ბავშვებისთვის და ასე შეიქმნა „მთიელი წიგნები“. ოთხი მეგობრის – გიორგის, ლევანის, ნათიასა და მარიამის წამოწყება თანდათან გაფართოვდა და უკვე უამრავი ბავშვის გახარება შეძლეს.

„მცხეთა-მთიანეთის რეგიონულმა ჰაბმა“ უკვე მესამედ გამართა მოხალისეობის კვირეული მცხეთა-მთიანეთის რეგიონის ცენტრიდან მოშორებით მდებარე სოფლებში. რომლის მიზანია სოფლის განვითარებაში მოხალისეობის კულტურის დამკვიდრებით, ადგილობრივი თემის პრობლემის მოსაგვარებლად, ახალგაზრდების ჩართვა. ექვს სხვადასხვა დასახლებაში კი მცხოვრები პატარა მოხალისეები, უანგაროდ ცდილობენ საკუთარ სოფელსა თუ ქალაქში პატარ-პატარა ცვლილებებს, რასაც ბევრი ადამიანისთვის მცირე, თუმცა ხელშესახები სარგებელი მოაქვს.

რესპონდენტები: გიორგი კივილაძე – იდეის ავტორი; „მთიელი წიგნების“ წევრი; ნათია დარჩია – „მთიელი წიგნების“ წევრი; როსტომ შამანაძე – ხულოს რაიონის სოფელი დანისპარაული; ანი მეტრეველი – რაჭა, სოფელი უწერა; თამარ გულედანი – ზემო სვანეთი, ლენჯერის თემი; სალომე მინდიაშვილი – „მცხეთა-მთიანეთის რეგიონული ჰაბის“ პროექტების მენეჯერი.

ავტორი: ეკა ხითარიშვილი

 

3) თემურ ყვითელაშვილი – 63

პიკის საათის“ და თემურ ყვითელაშვილის მეგობრობა წლებს ითვლის და 4 ივლისის დილას მისი სტუმრობა დილის ეთერში უკვე ტრადიციად იქცა.

„მადლობელი ვარ ყოველი გათენებული დღისთვის, მადლობელი ვარ, რომ საყვარელ საქმეს ვაკეთებ, მადლობელი ვარ, რომ ჩემი მსმენელი და მაყურებელი პატივს მცემს და ვუყვარვარ!“, – თემურ ყვითელაშვილი.

სტუმარი: თემურ ყვითელაშვილი – გიტარისტი.

წამყვანი: სოფო გოდუაძე

 

4) გურამ რჩეულიშვილი – 89

მწერალი, რომელიც მარად ახალგაზრდა დარჩა!

„გურამ რჩეულიშვილის ლექსებში არის რაღაც ეფემერული, რომელსაც ბოლომდე ვერ იჭერ და სულ გინდა, რომ სიღრმეში შეხვიდე… გაიგო, როგორი იყო გურამი“, – მურმან ჯინორია.

მწერალი, რომელიც არა მხოლოდ მისი თაობის სიმბოლოდ იქცა!

„დღიდან ჩემი და გურამ რჩეულიშვილის პირველი შეხვედრისა, რომელიც, ბროდსკისა არ იყოს, დიდი და მარადიული შეხვედრაა განშორების გარეშე, სულ ვფიქრობ, რა არის საიდუმლო, რომელიც არ ინავლება… ის 26 წლისა განშორდა ამ სამყაროს და თავისი ცხოვრების უკანასკნელი 4 წლის განმავლობაში ისე წერა, მთელი სიცოცხლე რომ ეყოფოდა ადამიანს… ესეც იყო რაღაც განსაკუთრებულთან და მარადიულთან მისი მიახლება!“, – ნინო სადღობელაშვილი.

სტუმარი: ნინო სადღობელაშვილი – მწერალი.

რესპონდენტი: მურმან ჯინორია – მსახიობი.

წამყვანი: სოფო გოდუაძე.

პროდიუსერი: ეკა ტალახაძე.

გადმოწერე აპლიკაცია – 1TV საქართველოს რადიო და მოუსმინე რადიო გადაცემებს ლაივ რეჟიმში: