პიკის საათი - 24.11.2022
პიკის საათი - 24.11.2022

1) როტოსკოპიით მოთხრობილი „ვეფხისტყაოსანი“

„ვეფხისტყაოსნის“ ანიმაციაზე მუშაობა პაპუნა დავითაიამ 2020 წელს დაიწყო, თუმცა, ანიმაციას ბევრად ადრე უსწრებდა აუდიოწიგნი და კომიქსი.

როტოსკოპიის ტექნიკით გაცოცხლებულ საკულტო პერსონაჟებს ქართველი მაყურებელი დიდ ეკრანებზე 8 დეკემბრიდან იხილავს.

რესპონდენტი: პაპუნა დავითაია – ანიმაციის ავტორი და რეჟისორი

ავტორი: ელენე ტუშური

 

2) „იმერეთის 100 ძეგლი“

გიორგი დვალაშვილის წიგნში „იმერეთის 100 ძეგლი“ წარმოდგენილია იმერეთის ძეგლების ფოტოები, მუნიციპალიტეტების რუკები, ობიექტების შესახებ არსებული ლეგენდები და თქმულებები, სამეცნიერო-პოპულარულ ენაზე დაწერილი საცნობარო ტექსტები.

„წიგნში თავმოყრილია ინფორმაცია სრულიად ახალ ობიექტებზეც, რომლებსაც სხვა წყაროებში ვერ ნახავთ.  ეს უნიკალური გზამკვლევია გიდებისა და მოგზაურებისთვის“ .

რესპონდენტი: გიორგი დვალაშვილი – გეოგრაფიის აკადემიური დოქტორი; ასისტენტ პროფესორი

ავტორი: ეკა ხითარიშვილი

 

3) „იერუსალიმის ჯვრის მონასტრის ტიპიკონი“

გამოსაცემად მომზადდა წიგნი „იერუსალიმის ჯვრის მონასტრის ტიპიკონი.“

წიგნის ავტორი, პროფესორი ირინა ლობჟანიძე წიგნთან ერთად სამეცნიერო საზოგადოებას წარუდგენს ოქსფორდის უნივერსიტეტისა და შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდის საქართველოს შემსწავლელი მეცნიერებების ერთობლივი კვლევითი პროგრამის შედეგებს, კერძოდ, უორდროპების ონლაინკოლექციას (WCO), რომლის ნაწილია ბოდლეს ბიბლიოთეკაში დაცული მე-14 საუკუნის ქართული ხელნაწერის, იერუსალიმის ჯვრის მონასტრის ტიპიკონი.

სტუმარი: ირინა ლობჟანიძე – ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორი

წამყვანი: სოფო გოდუაძე

 

4) „სახეობების წარმოშობა“ – სამყარო დარვინამდე და დარვინის შემდეგ

1859 წლის 24 ნოემბერს ლონდონში გამოიცა „სახეობაა წარმოშობა“ და მთელი ტირაჟი იმავე დღეს გაიყიდა! 25 ნოემბერს სამყარო უკვე აღარ იყო იგივე.

„უნდა ვაღიარო – ცხოვრებაში არასდროს მითქვამს ასეთი ბანალური და ასპროცენტიანი ჭეშმარიტება! არსებობს ნიჭიერი ადამიანი, არსებობს ტალანტი, არსებობს გენიოსი და არსებობს მეგა-გენიოსი: ადამიანი, რომელიც დიდ აფეთქებას ჰგავს. ადამიანი, რომლის ტვინის აფეთქებიდან იწყება ახალი სამყარო…“, – ლევან ბუთხუზი.

სტუმარი: ლევან ბუთხუზი – ბიოლოგი

წამყვანი: სოფო გოდუაძე

 

5) „ფოლადის მაგნოლიები“ – მსოფლიოში პირველი ნეიროქირურგი ქალი

ერთხელ ერთ-ერთ პაციენტს პარიზში სამეთვალყურეოდ გაჰყვა. აეროპორტში ფრანგი ექიმების ჯგუფს გადაეყარა. კოლეგებს გაუჭირდათ იმის დაჯერება, რომ მათ წინ მდგომი სიფრიფინა და უაღრესად მოკრძალებული პიროვნება ადამიანის ცენტრალურ ნერვულ სისტემაზე ურთულეს ოპერაციებს ატარებდა. ქირურგს მტკიცებულებად არათითზე საოპერაციო იარაღების ხშირი ხმარებისგან გაჩენილი კოჟრი გამოადგა.

ეს ექიმი მსოფლიოში პირველი ნეიროქირურგი ქალი სოფია იონესკუ იყო.

ავტორი: სოფო გოდუაძე

პროდიუსერი: ეკა ტალახაძე

გადმოწერე აპლიკაცია – 1TV საქართველოს რადიო და მოუსმინე რადიო გადაცემებს ლაივ რეჟიმში: