30 მაისი გაფანტული სკლეროზის საერთაშორისო დღეა და ამ თარიღის აღნიშვნას საქართველოც უერთდება. გაფანტული სკლეროზი ქრონიკული, პროგრესირებადი ნევროლოგიური დაავადებაა, რომელსაც მსოფლიო მასშტაბით დაახლოებით 2.3 მილიონი ადამიანი ებრძვის. სწორედ ამ თარიღთან დაკავშირებით კამპანიის „ერთად ერთმანეთისთვის“ ფარგლებში მოეწყო არაერთი ღონისძიება, რომელიც მასში საზოგადოებისა და სახელწიფოს აქტიურ ჩართულობასა და ამ მხრივ ცნობიერების დონის ამაღლებას ისახავს მიზნად. დაავადებისა და კამპანიის შესახებ უფრო დეტალურად გადაცემაში „სახლისკენ“ პაციენტმა მაიკო მგელაძემ და ფოტოგრაფმა, ფოტოპროექტის „ცხოვრება გაფანტულ სკლეროზთან ერთად“ ავტორმა, გოგა ჩანადირმა ისაუბრეს.