#სახლისკენ - 27 სექტემბერი - საქართველოს ტრაგიკული მარცხი - 26-ე წელი სოხუმის დაცემიდან
#სახლისკენ - 27 სექტემბერი - საქართველოს ტრაგიკული მარცხი - 26-ე წელი სოხუმის დაცემიდან

1993 წლის ომს უამრავი ადამიანი და მათ შორის საზოგადოებრივი მაუწყებლის არაერთი წარმომადგენელი შეეწირა: ჟურნალისტები – დათო ბოლქვაძე და საშა იოსელიანი, რეჟისორი და სამხედრო ოპერატორი გოგა პოპიაშვილი, ტექნიკური რეჟისორი პაატა ქიტუაშვილი, საბავშვო რედაქციიდან – ავთანდილ ბერაძე, „საღამო მშვიდობისა“-ს ოპერატორი გრიგოლ დოლგოპოლოვი, სპეც. კორესპონდენტი დავით ალანია. ეს არის ნაწილი იმ ადამიანებისა, რომლებიც უყოყმანოდ შეუერთდნენ სამშობლოს ერთიანობისთვის მებრძოლებს. გადაცემის სტუმრებმა, საზოგადოებრივი მაუწყებლის თანამშრომლებმა, დავით ბოლქვაძის დამ – თამარ ბოლქვაძემ და გოგა პოპიაშვილის მეუღლემ – ია შერაზადიშვილმა სწორედ იმ ტკივილიან პერიოდზე ისაუბრეს.