#სახლისკენ - თსუ-ში მეცნიერებისა და ინოვაციების ფესტივალის ფარგლებში საბავშვო უნივერსიტეტის ღია კარის დღე გაიმართა
#სახლისკენ - თსუ-ში მეცნიერებისა და ინოვაციების ფესტივალის ფარგლებში საბავშვო უნივერსიტეტის ღია კარის დღე გაიმართა

თსუ-საბავშვო უნივერსიტეტი“ მრავალ საინტერესო, შემეცნებით სასწავლო პროგრამას აერთიანებს, რომელში მონაწილეობაც ნებისმიერი საჯარო თუ კერძო სკოლის მოსწავლისთვის ხელმისაწვდომი და უსასყიდლოა. გადაცემის სტუმარმა, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სკოლებთან მუშაობის განყოფილების (იგივე „თსუ საბავშვო უნივერსიტეტის“) ხელმძღვანელმა, მეცნიერების დოქტორმა მარინა ლომოურმა ღია კარის დღეზე ჩატარებული ღონისძიებების, ასევე არაფორმალურ განათლებაში საბავშვო უნივერსიტეტისა და თსუ-ს უწყვეტი განათლების ცენტრის როლზე ისაუბრა.